საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის,
 
ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის

ბ რ ძ ა ნ ე ბ ა
KA030181768435420
             № 01-124/ო 26 / მარტი / 2020 წ.             
კორონავირუსის გავრცელების პრევენციისა და უსაფრთხოების მიზნით საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროში რეაგირების შტაბის შექმნის შესახებ

საქართველოს მთელ ტერიტორიაზე საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებასთან დაკავშირებით გასატარებელ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 21 მარტის N1 ბრძანებისა და „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 14 სექტემბრის N473 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-3 მუხლის, მე-6 მუხლის მე-2 პუნქტის ,,ო“ ქვეპუნქტის შესაბამისად, 

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1. ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობის გათვალისწინებით, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს (შემდგომში - სამინისტრო) მიერ კანონმდებლობით მინიჭებული უფლება-მოვალეობების დაგეგმვისა და განხორციელების კოორდინაციის მიზნით, შეიქმნას რეაგირების შტაბი (შემდგომში - შტაბი) შემდეგი შემადგენლობით:

ა) ბესარიონ სიმონიშვილი - სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული სსიპ - დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს უფროსი, შტაბის ხელმძღვანელი;

ბ) თინათინ ხარძიანი - სამინისტროს ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე, ადმინისტრაციის უფროსის მ/შ,   შტაბის წევრი; 

გ) ბექა ჯაყელი -  სამინისტროს საფინანსო-ეკონომიკური დეპარტამენტის უფროსი, შტაბის წევრი; 

დ) ალექსი ჟვანია - სამინისტროს ადმინისტრაციის ადამიანური რესურსების მართვის სამმართველოს უფროსი, ადმინისტრაციის უფროსის მოადგილის მ/შ,   შტაბის წევრი; 

ე) ეკატერინე ადამია - სამინისტროს პოლიტიკის დეპარტამენტის ჯანმრთელობის დაცვის პოლიტიკის სამმართველოს უფროსი, შტაბის წევრი;

ვ) გურამ გიორგობიანი - სამინისტროს ადმინისტრაციის მატერიალური უზრუნველყოფის და ლოჯისტიკის სამმართველოს უფროსი, შტაბის წევრი;

ზ) თამარ შალამბერიძე - სამინისტროს ადმინისტრაციის სახელმწიფო შესყიდვების სამმართველოს უფროსის   მოვალეობის შემსრულებელი, შტაბის წევრი;

თ) გვანცა გასვიანი - სამინისტროს პოლიტიკის დეპარტამენტის ჯანმრთელობის დაცვის პოლიტიკის სამმართველოს  უფროსი სპეციალისტი,  შტაბის მდივანი;

ი)  სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირების ხელმძღვანელები და/ან მათი მოადგილეები;

კ)    ა(ა)იპ - საქართველოს სამედიცინო ჰოლდინგის ხელმძღვანელი, შტაბის წევრი.

2. შტაბის ფუნქცია-მოვალეობად განისაზღვროს:

ა) საგანგებო სიტუაციის პერიოდში სამინისტროს მიერ განსახორციელებელი ღონისძებების დაგეგმვა და განხორციელების კოორდინაცია;

ბ) ყველა შესაბამისი ინფორმაციის მიღება, დამუშავება, ანალიზი, დაგეგმვა და განახორციელების კოორდინაცია;

გ) საგანგებო მდგომარეობის პერიოდში სამინისტროს მიერ განსახორციელებელი უფლება-მოვალეობების განხორციელებების კოორდინაცია, თუ აღნიშნული არ განეკუთვნება მინისტრის მიერ შექმნილ სხვა კომისიას/ჯგუფს/საბჭოს.

3. შტაბის სამდივნოს ფუნქციების შესრულება დაევალოს სამინისტროს პოლიტიკის დეპარტამენტს.

4. ბრძანება ძალაშია ხელმოწერისთანავე.

 

 

 

 

მინისტრი
ეკატერინე ტიკარაძე